სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში დაიწყო პირველკლასელთა პორტაბელური კომპიუტერების დარიგების პროცესი.
დღეს კომპიუტერები გადაეცა ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს – ჯამში 2 048 ცალი. ეს პროცესი გაგრძელდება ეტაპობრივად და სწავლის დაწყებამდე საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლას მიეწოდება პირველკლასელებისთვის და მათი დამრიგებლებისთვის განკუთვნილი კომპიუტერები.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ წარმატებულად ხორციელდება 2011 წლიდან . პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრებიან პირველკლასელი მოსწავლეები და მათი დამრიგებლები. აღნიშნული პროგრამის მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და ბენეფიციარებისთვის სასწავლო/სამუშაო გარემოს შექმნა.