სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“, 2015-2016 წლისთვის პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, შპს „ესაბი“-სგან ელექტრონული ტენდერის საფუძველზე შეისყიდა 43 500 ცალი პორტატული კომპიუტერი.
Lenovo S21e-20 პორტატული მოდელი პირველკლასელებს გაუადვილებს კომპიუტერის მოხმარებას.
სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ დაიწყო კომპიუტერების გაცემის პირველი ეტაპი. 2015 წლის 26 აგვისტოს კომპიუტერები გადაეცა ძველი თბილისის რაიონში არსებულ ყველა საჯარო სკოლას – ჯამში 2 191 ცალი. ეს პროცესი გაგრძელდება ეტაპობრივად და სწავლის დაწყებამდე საქართველოს მაშტაბით ყველა საჯარო სკოლას მიეწოდება პირველკლასელთა კომპიუტერები.