სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ აგრძელებს მზადებას2015-2016 სასწავლო წლისათვის.დღეის მდგომარეობით პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ფარგლებში ქვეყნის 52 რაიონში დარიგდა 33 642 ცალი პორტატული კომპიუტერი. მიმდინარე კვირის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება 17 რაიონში 7 776 ცალი პორტატული კომპიუტერის დარიგება.
1 და 2 სექტემბერს დამატებით რეგისტრირებულ პირველკლასელთა პორტატული კომპიუტერების დარიგებას სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო“ უმოკლეს ვადაში მოახდენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის 14 სექტემბერს ყველა პირველკლასელი მიიღებს პორტატულ კომპიუტერს.