სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“, 2018-2019 სასწავლო წლისთვის პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი “-ს ფარგლებში, „იუ-ჯი-თი“-სგან ელექტრონული ტენდერის საფუძველზე შეისყიდა 55 050 ცალი Acer-ის ფირმის პორტაბელური კომპიუტერი. აღნიშნული კომპიუტერების შესყიდვისთვის 20 108 664 ლარი დაიხარჯა.
პორტაბელური კომპიუტერების დარიგების პროცესი ივლისის შუა რიცხვებიდან ეტაპობრივად განხორციელდება და ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, პირველკლასელი მოსწავლეებისთვის გადაცემის მიზნით, საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლას მიეწოდება.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2011 წლიდან დღემდე წარმატებით ხორციელდება.