ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდება

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ   გამოაცხადა  ელექტრონული   ტენდერი  ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის  სარეაბილიტაციო და გარე სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სკოლის სრული რეაბილიტაცია და გათვალისწინებულია სააქტო და სპორტული დარბაზის, ექიმის კაბინეტის, სასადილოს, ბიბლიოთეკისა და საბუნებისმეტყველო კლასკაბინეტების მოწყობა. სკოლა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის და გამოყენებულ იქნება მაღალი სტანდარტის, თანამედროვე ტექნოლოგიის სამშენებლო მასალა.   

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება  3`384`491.0 ლარით. წინადადებების მიღება იწყება 2019 წლის 31 მარტს  და მთავრდება 2019 წლის 05 აპრილს  13:00 საათზე.  დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/