ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სრულად განახლებულ შენობაში შეხვდა

1870 წელს  იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის მიერ სოფელ ბახვში დაარსებული სკოლა  დღემდე მის სახელს ატარებს.  კოლის ამჟამინდელი შენობა, რომელიც 700 მოსწავლეზეა გათვლილი 1934 წელს  არის აშენებული და  დღემდე მასშტაბური რეაბილიტაცია არ ჩატარებია.  ამჟამად სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი თანამედროვე განათლების მისაღებად – სკოლის სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1 მილიონ 15 ათასი ლარია.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა სკოლის შენობა და ეზო, მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი, სასადილო, ფოიე, დერეფნები და სველი წერტილები.  შეიცვალა  შენობის სახურავი. დამონტაჟდა გათბობის სისტემა. სკოლა აღიჭურვა  თანამედროვე სასკოლო ინვენტარითა და ტექნიკით.

 საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, რადგან ახალგაზრდებზე და მათ განათლებაზე ზრუნვა მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია.