სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს სოფელ ნუკრიანის რეაბილიტირებული საჯარო სკოლა, რომელიც გათვლილია 300 მოსწავლეზე. სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავდა კარ-ფანჯრის შეცვლას, სარინელის გაკეთებას და გარე ფასადის აღდგენას.
სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაგეგმეს და განიხილეს 2016 წლის სამოქმედო გეგმა.