სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტო ახორციელებს პროგრამას „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა“. პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა ელექტრინული ტენდერი 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ქალაქ თბილისის საჯარო სკოლების შშმ და სსსმ სატატუსის მქონე მოსწავლეების, ეტლით მოსარგებლე მოსწავლეებისა და ასევე ქ. თბილისის სარეაბილიტაციო საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე ღირებულებით 1 259 790 ლარი. აღნიშნული პროგრამის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ზემისაწვდომობის გაზრდა, მოსწავლეების მიერ გაკვეთილზე დაგვიანებისა და გაცდენების მაჩვენებლის შემცირება და ასევე საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე, და პირიქით, მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილება.