სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ 2022-2023 სასწავლო წლისთვის შეისყიდა სადემონსტრაციო ჭადრაკის დაფის 4 000 კომპლექტი, ღირებულებით 521,640 ლარი.
2022-2023 სასწავლო წლიდან მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად სწავლობენ. სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობით, პროექტში ჩართულია 4000-ზე მეტი გადამზადებული პედაგოგი, რომლებიც სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილებს ატარებენ. ასევე , მომზადდა შესაბამისი სასწავლო რესურსი, რომელიც სასკოლო ბუკებშია ჩატვირთული.
ჭადრაკის სწავლება დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა, და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების ემსახურება. ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, როგორებიცაა: ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვა.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს სკოლების შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფას.