მალე თბილისში კიდევ ერთი ახალი თაობის საგანმანათლებლო დაწესებულება მიიღებს მოსწავლეებს

თბილისის N86 საჯარო სკოლის პროექტი შედგება 3 სართულიანი, თანამედროვე არქიტექტურის, მართკუთხა ფორმის, ვიტრაჟებიანი შენობების კომპლექსისგან, რომელსაც ტერასული განლაგება აქვს. შიდა ეზოში მოეწყობა სარეკრეაციო სივრცე და ღია სპორტული მოედანი.

სასწავლო ოთახების პარალელურად მოეწყობა: საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები, სამზარეულო, სველი წერტილები და ტექნიკური სათავსოები.

დაწესებულება სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზე. აღიჭურვება გათბობის, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე სტანდარტების კომპიუტერული ტექნიკით და ინვენტარით.

 მშენებლობა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით, სამშენებლო ნორმების დაცვით, ეკოლოგიურად სუფთა მასალის გამოყენებით მიმდინარეობს.

ამჟამად სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და შიდა მოპირკეთება მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 9 მილიონ 800 ათას ლარზე მეტია.