ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლაში სწავლა განახლებულ გარემოში დაიწყება  

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის  საჯარო სკოლის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს.

სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა, სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან მუშკუდიანი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი და ლანჩხუთის მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე   ღრმაღელის  საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი.  შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.   სკოლა ასევე სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით. 

 შედეგად, სკოლის  100-ზე მეტი მოსწავლე სწავლას სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტულ და უსაფრთხო სკოლაში გააგრძელებს.

სააგენტო აქტიურად აგრძელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგან თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია.