ამა წლის, 20 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ დირექტორმა გრიგოლ გაგოშიძემ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესებულ ხარისხზე ისაუბრეს. პროგრამა „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფ“-ის ფარგლებში უკვე დაბეჭდილია სასკოლო სახელმძღვანელოების და რვეულების 80%-ზე მეტი, ხოლო აგვისტოს ბოლომდე სააგენტო სრულად მიიღებს სახელმძვანელოებს. აღნიშნული პროექტის მიხედვით სულ 4 033 295 ცალი სასკოლო წიგნის გადაცემა იგეგმება საჯარო სკოლებისთვის. სასკოლო სახელმძღვანელოების და რვეულების მიწოდების პროცესი ისევ მიმდინარეობს და დასრულდება 10 სექტემბრისთვის, რათა 2014-2015 სასწავლო წლისთვის ყველა მოსწავლე იყოს უზრუნველყოფილი სახელმძღანელოებით.