კიდევ ერთი მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის  N1 საჯარო სკოლასთან შერწყმული გერგეთის დაწყებითი სკოლის მშენებლობა 2017 წლის 2 ოქტომბერს დაიწყო და 6 აგვისტოს დაასრულა.

რეგიონებში ახალი ტექნოლოგიებით მცირეკონტიგენტიანი სკოლების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს, ეს არის ენერგო ეფექტური, ადაპტირებული სკოლები და გათვლილია 20-25 მოსწავლეზე.