კასპში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით პროფესიული სასწავლებელი შენდება

კასპში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით რეგიონული მნიშვნელობის პროფესიული სასწავლებელი შენდება.

ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი 200 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და რეგიონისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის მიმართულებისა და მასთან დაკავშირებული დარგების სპეციალისტებს მომზადებს.

მშენებლობა მაღალი სტანდარტების სამშენებლო მასალების გამოყენებით ხორციელდება და 2019 წლის მაისში დასრულდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 4 მლ. ლარზე მეტია.

მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები გაეცნენ.