კასპის პროფესიული კოლეჯის ტერიტორიაზე სასწავლო სახელოსნო შენდება

კასპში, პროფესიული კოლეჯის ტერიტორიაზე შენდება  შედუღების, სამღებრო საქმისა  და ელექტროობის შესასწავლად საჭირო სახელოსნოები. მათი ფუნქციონირება სტუდენტებს ხელს შეუწყობს რეგიონის საჭიროებებზე მორგებული პროფესიების დაუფლებას.

სახელოსნოების  ერთსართულიან  შენობა წარმოადგენს ცალკე მდგომ ბლოკებს და   ერთმანეთთან დაკავშირებულია ვიტრაჟული დერეფნებით. სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების სრული დაცვით, ასევე ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით.  პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 656 999.56 ლარი.

სასწავლო პროგრამისა და პროფესიის წარმატებით ათვისებისათვის აუცილებელია შესაბიმისი პრაქტიკა. სწორედ ესაა სასწავლო სახელოსნოების აშენების  მიზანი.

აღსანიშნავია, რომ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით ახორციელებს 8 პროფესიული სასწავლებლის 26 სხვადასხვა ტიპის სახელოსნოს მშენებლობას.