სსიპ „საგანამანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“-ს 2015 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით თბილისში გათვალისწინებულია 133 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და 1 სკოლა პანსიონის – N200 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია
N103 N61და N100 საჯარო სკოლების მშენებლობის დაწყება
N14 N203 დაN86 საჯარო სკოლების სადემონტაჟო პროექტის მომზადება და მშენებლობის დაწყება
დღეის მდგომარეობით კი დასრულებულია 21 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები
N200 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია
50 საჯარო სკოლაში სამედიცინო კაბინეტის მოწყობა
ხოლო N103 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს ახალი სასწავლო შენობის მშენებლობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სააგენტოს დირექტორი გრიგოლ გაგოშიძე პირადად აკვირდებიან მიმდინარე სამუშაოებს.