ინტეგრირებული კლასი

ინტეგრირებული კლასი – ეს არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ადაპტაციისათვის შექმნილი ხელსაყრელი გარემო, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ინკლუზიური სწავლების საფუძვლიანი განხორციელებისათვის.

საქართველოს მასშტაბით სულ ფუნქციონირებს 6 ინტეგრირებული კლასი, მათგან 5 თბილისში (N64, N166, N147, N72, N41 საჯარო სკოლები) და 1 თელავში (თელავის N9 საჯარო სკოლა).