იმერეთის რეგიონში პირველკლასელთა კომპიუტერების დარიგება დასრულდა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში იმერეთის რეგიონში პირველკლასელთა  პორტაბელური კომპიუტერების დარიგების პროცესი დაასრულა – ჯამში. 7 075  ცალი. ეს პროცესი გაგრძელდება ეტაპობრივად და სწავლის დაწყებამდე საქართველოს მასშტაბით  ყველა საჯარო სკოლას მიეწოდება პირველკლასელებისთვის და მათი დამრიგებლებისთვის განკუთვნილი კომპიუტერები.

ამ ეტაპზე კომპიუტერების მიწოდება დასრულებულია შემდეგ რეგიონებში:

კახეთი – 4068

მცხეთა-მთიანეთი – 1161

ქვემო ქართლი – 6460

შიდა ქართლი – 3378

იმერეთი – 7075

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 275

სამცხე-ჯავახეთი – 2360

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ წარმატებულად ხორციელდება 2011 წლიდან . პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრებიან პირველკლასელი მოსწავლეები და მათი დამრიგებლები. აღნიშნული პროგრამის მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და ბენეფიციარებისთვის სასწავლო/სამუშაო გარემოს შექმნა.