სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში იმერეთის რეგიონში პირველკლასელთა პორტაბელური კომპიუტერების დარიგების პროცესი დაასრულა – ჯამში. 7 075 ცალი. ეს პროცესი გაგრძელდება ეტაპობრივად და სწავლის დაწყებამდე საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლას მიეწოდება პირველკლასელებისთვის და მათი დამრიგებლებისთვის განკუთვნილი კომპიუტერები.
ამ ეტაპზე კომპიუტერების მიწოდება დასრულებულია შემდეგ რეგიონებში:
კახეთი – 4068
მცხეთა-მთიანეთი – 1161
ქვემო ქართლი – 6460
შიდა ქართლი – 3378
იმერეთი – 7075
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 275
სამცხე-ჯავახეთი – 2360
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ წარმატებულად ხორციელდება 2011 წლიდან . პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრებიან პირველკლასელი მოსწავლეები და მათი დამრიგებლები. აღნიშნული პროგრამის მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და ბენეფიციარებისთვის სასწავლო/სამუშაო გარემოს შექმნა.