თეთრიწყაროს N1 სკოლაში ახალი სპორტული მოედანი მოეწყო

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი ქალაქ თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლას ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახლად მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

მრავალფუნქციური, ხელოვნურსაფარიანი, ღია სპორტული მოედანი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით განხორციელდა.

პროექტი, რომლის ღირებულება 130 000 ლარამდეა, საშუალებას აძლევს თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის 300-მდე მოსწავლეს და 34 თანამშრომელს ისარგებლონ თანამედროვე სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურით; დაეუფლონ სპორტის პოპულარულ სახეობებს: ფეხბურთს, კალათბურთს, ფრენბურთს; დაგეგმონ სხვადასხვა სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები და შეჯიბრებები.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად აგრძელებს საქართველოს საჯარო სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგანაც თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია.