სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ქალაქ თბილისის 127-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს.
შენობა, რომელიც 1000 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყობა ლიფტი, პანდუსი და ადაპტირებული სველი წერტილები.
თანამედროვე სასწავლო სივრცეების პარალელურად მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, სასადილო და სააქტო დარბაზი; ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, სააგენტო უზრუნველყოფს სკოლის აღჭურვას შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით.
სააგენტო აქტიურად ახორციელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგან თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია.