თბილისის N90 საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე, თბილისის 90-ე საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სრულად რეაბილიტირებულ გარემოში აგრძელებს სწავლას.

თანამედროვე სტანდარტების სკოლას აქვს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კლას-კაბინეტები, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები; რესურსოთახი და ექიმის კაბინეტი. შენობა ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, ფუნქციონირებს ლიფტი, მოეწყო სპორტული მოედანი, გამწვანდა სკოლის ტერიტორია.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის თანახმად სკოლა აღჭურვილია შესაბამისი ჰიგიენის საშუალებებით: დისტანციური თერმოსკრინინგის აპარატებით, დეზობარიერებით, ხელის დისპენსერებით და სადეზინფექციო სითხეებით.

აღსანიშავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია მაქსიმალურად აკონტროლებს სკოლის ტერიტორიაზე ჰიგიენური ნორმებისა და სოციალური დისტანცირების დაცვას.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭუვრას, რადგან ახალგაზრდებზე, მათ განათლებაზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია.

81819 კომენტარი34 გაზიარებამომწონსკომენტარიგაზიარება