თბილისის N 160 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ, თბილისის N160 საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. რეაბილიტირდა ფასადი, სახურავი, სველი წერტილები, სასწავლო და ადმინისტრაციული ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, შიდა და გარე სპორტული მოედნები. პროექტის ფარგლებში დასრულდა გათბობის, წყალ-საკანალიზაციო, ელექტრო გაყვანილობის სისტემა.

ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს სკოლის აღჭურვა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინვენტარით.

ახალ 2024 სასწავლო წელს, 1100 ზე მეტი მოსწავლე და სკოლის ადმინისტრაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, კომფორტულ გარემოში დაიწყებენ სწავლას.