საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“-ს მიერ თბილისის მე-18 საჯარო სკოლაში სრულად განახლდა ავარიული სპორტული დარბაზი, საქართველოში დღეს ის ერთ–ერთი საუკეთესოა. რეაბილიტაციის ფარგლებში დაიგო სპეციალური სპორტული, ფრანგული gerflor-ის წარმოების კომბინირებული 6სმ–იანი ვინილის იატაკი, ისეთი, როგორიც ბაქოსა და თბილისის ოლიმპიურ თამაშებზე იყო გამოყენებული. ევროსტანდარტების დონეზე გაკეთდა სველი წერტილები და გასახდელები (მათ შორის ინკლუზიური). სკოლებში სპორტის სათანადო განვითარებას სამინისტრო ხელს უწყობს ინფრასტრუქტურული პროექტებით. სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“-ს მიერ 2013-2015 წლებში 87 სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია მოხდა, რაშიც 10,164,509 ლარი დაიხარჯა. ამასთანავე, განხორციელდა 22 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 1,887,738 ლარს შეადგენს. ქ. თბილისის მე-18 საჯარო სკოლაში, სადაც 714 მოსწავლე ირიცხება, სპორტული დარბაზის გარდა, სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ამოქმედდა ექიმის კაბინეტი, მთლიანად შეიცვალა განათების სისტემა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა „შვედურ კედელს“ და გათბობას. სკოლაში შესაბამისი გარემოა შექმნილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწვალეებისთვის – სკოლაში, სადაც 13 სსსმ პირი სწავლობს, ორი სპეც.მასწავლებელი ემსახურება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მე-18 სკოლაში სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ანვითარების სააგენტო“-ს მიერ გარემონტდა საკლასო ოთახები სასკოლო მზაობის პროგრამისთვის, სადაც ბავშვები აღნიშნულ პროგრამას დაეუფლებიან.