ახალ სასწავლო წელს სკოლა განახლებულ გარემოში მიიღებს მოსწავლეებს. 150 მოსწავლეზე გათვლილი ორსართულიანი შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მოეწყობა პანდუსი და ადაპტირებული სველი წერტილები.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება კორპუსის ორივე სართულის სრული რეაბილიტაცია. ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალის გამოყენებით გარემონტდება საკლასო ოთახები, დერეფნები, ადაპტირებული სველი წერტილები, სრულად შეიცვლება ელექტრობა, მოეწყობა ბიბლიოთეკა და სპორტული მოედანი.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი სკოლის სრული სარეაბილიტაციo სამუშაოების შესყიდვაზე.
სამუშაოები სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების სრული დაცვით, ასევე ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით განახორციელდება.
მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.