საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარაში ახალი საჯარო სკოლა აშენდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა სამსართულიანია და 300 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლას აქვს კომბინირებული სპორტული დარბაზი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებიდა ექიმის კაბინეტი. დამონტაჟებულია ლიფტი და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სკოლის ეზოში მოეწყო სპორტული მოედანიც. ზედა საქარის ახალი საჯარო სკოლის კორპუსი, ყველა მოთხოვნას და სტანსარტს აკაყოფილებს და აღჭურვილია ახალი სასკოლო ინვენტარით.
თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულებულია 50 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 800-მდე სკოლას. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებდა როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. სამუშაოების ნაწილი ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და რეგიონების ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.