ზედა ვანის საჯარო სკოლა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედავანში ახალი სკოლა აშენდა.
თანამედროვე სტანდარტების შენობაში 122 მოსწავლე ისწავლის, მათგან 10 პირველკლასელი. ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყო და სკოლამ წელს პირველად მიიღო მოსწავლეები. აღსანიშნავია, რომ 27 წელი სოფელ ზედავანის სკოლას შენობა არ ჰქონდა და სწავლის პროცესი ავარიულ შენობაში მიმდინარეობდა. ახალი, 192 მოსწავლეზე გათვლილი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, ცენტრალური გათბობის სისტემით, შესაბამისი საკლასო ოთახებითა და ინვენტარით. სკოლას აქვს ექიმის კაბინეტი და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. სასწავლო წლის პირველივე დღეს პირველკლასელებს პორტატული კომპიუტერები გადაეცათ. სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფილია საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე.
სოფელ ზედა ვანს ესაზღვრება სოფლები გადიდი და ონჯოხეთი, რომლებშიც დაწყებითი-საბაზო საფეხურის სკოლებია განთავსებული. ამ სოფლებიდან საბაზო საფეხურდამთავრებული მოსწავლეები სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლაში აგრძელებენ სწავლას.