მიმდინარე წელს სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო”-ს დირექტორი გრიგოლ გაგოშიძე და მისი მოდგილე თეიმურაზ მაჩაიძე შეხვდნენ გურიის გუბერნატორ გია სალუქვაძე სამხარეო ადმინისტრაციაში, შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის რესურსცენტრების ხელმძღვანელები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს გურიის რეგიონში არსებულ საჯარო სკოლებში 2016 წლისათვის განსახორცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმა და მოინახულეს საჯარო სკოლები სადაც დასრულდა ან მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.