სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, პანდემიისა და დიდი გამოწვევების მიუხედავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუფერხებლად განხორციელდა 200 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები.
🔶2020-2021 სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში დასრულებულია 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა:
📍ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლა;
📍წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა;
📍ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლა;
📍კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლის საჯარო სკოლა (მეორე კორპუსი);
📍დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა;
📍ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლა;
📍თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლა;
📍სსიპ – ვლადიმირ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ბათუმის ფილიალი;
📍მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლა.
🔶მიმდინარეობს 3 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2021 წლის გაზაფხულზე:
📍სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალი;
📍ქალაქ თბილისის №86 საჯარო სკოლა;
📍ქალაქ თბილისის №138 საჯარო სკოლა.
🔶 სააგენტოს მიერ დასრულებულია ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული ინოვაციური ცენტრის მშენებლობა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქალაქ სენაკის რეგიონალური ინოვაციური ჰაბის მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2021 წელს.
🔶 ასევე დასრულებულია 8 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია:
📍 ქალაქ ოზურგეთის N 1 საჯარო სკოლა;
📍 ქალაქ თბილისის N 90 საჯარო სკოლა;
📍 ქალაქ ზესტაფონის N 1 საჯარო სკოლა;
📍 ქალაქ თბილისის N 118 საჯარო სკოლა;
📍 ქალაქ თბილისის N 172 საჯარო სკოლა;
📍 წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლა;
📍 მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის №2 საჯარო სკოლა;
📍 ქალაქ თბილისის №74 საჯარო სკოლა.
🔷თანამედროვე სტადარტების შესაბამისად 133 საჯარო სკოლაში განხორციელდა ნაწილობრივი რეაბილიტაცია.
🔷დასრულდა 20 სპორტული მოედნის მოწყობა, მათ შორის ქალაქ გორის სპორტის სასახლის სამაყურებლო და სავარჯიშო დარბაზებში შესაბამისი სპორტული პარკეტის იატაკის მოწყობის სამუშაოები.
🏤რეგიონის განვითარებისა და მისი მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს აშენდა და რეაბილიტირდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები:
📍ქალაქ კასპში 200 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული კოლეჯი;
📍ქალაქ მარნეულში პროფესიული კოლეჯ ,,მოდუსი’’-ს 150 სტუდენტზე გათვლილი სასწავლო კორპუსი;
📍ააიპ კოლეჯი ,,ჰორიზონტი”-ის 100 სტუდენტზე გათვლილი სასწავლო კორპუსი, სოფელ გორაბერეჟოულში;
📍ქალაქ ქობულეთში სსიპ-კოლეჯი “ახალი ტალღა”-ს სასწავლო შენობა;
📍ქალაქ თელავში სსიპ კოლეჯი ,,პრესტიჟი”-ს სასწავლო შენობა;
📍ქალაქ ქუთაისში სსიპ-კოლეჯი „იბერია“ -ს შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
‼️ აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს 5 პროფესიული კოლეჯის მშენებლობა და 26 სხვადასხვა ტიპის სახელოსნოს მშენებლობა:
📍წყალტუბოს პროფესიული კოლეჯის 100 სტუდენტზე გათვლილი სასწავლო კორპუსის მშენებლობა;
📍ხაშურის პროფესიული კოლეჯის 200 სტუდენტზე გათვლილი სასწავლო კორპუსის მშენებლობა;
📍ბორჯომის პროფესიული კოლეჯის 250 სტუდენტზე გათვლილი სასწავლო კორპუსის მშენებლობა;
📍სსიპ-სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის-ს ახალქალაქის პროფესიული განყოფილების სასწავლო კორპუსის და სახელოსნოების სრული რეაბილიტაცია;
📍შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა.
✅გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) მხარდაჭერით, სააგენტო განახორციელებს 25 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს. აღნიშნული პროექტით ქალაქ თბილისში, დიდ დიღომში გათვალისწინებულია პროფესიული ცენტრის მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული სასწავლებლების ინტერნაციონალიზაციას.
📚სააგენტოს მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის მაქსიმალური ეკონომიით, განხორციელდა სასკოლო სახელმძღვანელოების შესყიდვა, შედეგად საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლემ წიგნები მიიღო უფასოდ.
👫სააგენტოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეების საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფა და განათლების ხარისხის ხელმისაწვდომობა, აქედან გამომდინარე გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის აუდიო სახელმძღვანელოების შესყიდვაზე.
💻საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს, მათ დამრიგებლებს, ასევე ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსწავლეებს უსასყიდლოდ გადაეცა პორტაბელური კომპიუტერი. აღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტოს მიერ შესყიდულ იქნა 55,000 ცალი კომპიუტერი.
✅სააგენტო აქტიურად მონაწილეობდა კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში და ვირუსის გავრცელების პირველივე ეტაპზე მოახერხა იმ პირველადი მოხმარების საგნების გონივრული მარაგის გაკეთება, რაც ვირუსის გავრცელებისგან დაიცავდა მოსწავლეებს.