საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა და ამავე სააგენტოს მოადგილე ლევან მუშკუდიანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დედოფლისწყაროს და ზემო ქედის N1 საჯარო სკოლების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნნენ.
სკოლებში სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები.
სკოლების ინფრასტრუქტურა იქნება სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სკოლების მშენებლობას საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.