დასრულებულია ლესიჭინეს საჯარო სკოლის რეაბილიტაცია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ 2014 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში დასრულდა სსიპ “ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს საჯარო სკოლის” სარეაბილიტაციო სამუშაოები. სააგენტოს 2014 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია 393 საგანმანათლებლო დაწესებულების რეაბილიტაცია. დღეის მდგომარეობით კი დასრულებულია 5 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები და მიმდინარეობს 11 საჯარო სკოლის რეაბილიტირება.