სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო თავის საქმიანობის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებების ინვენტარით აღჭურვას უზრუნველყოფს. სააგენტოს მიერ მიმდინარე წელს სასკოლო მერხებისა და სკამების შესყიდვა უკვე განხორციელდა, ტენდერში გაიმარჯვებულ შპს „გოლბი“-სთან 2014 წლის 29 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად აღნიშნული ინვენტარის სააგენტოსთვის მოწოდება ეტაპობრივად 2014 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოხდეს. პირველი ეტაპისთვის კი სასკოლო მერხების და სკამების მიწოდება დასრულებულია.