გურიის რეგიონში პირველკლასელთა პორტაბელური კომპიუტერების დარიგება დასრულდა

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში პირველკლასელი მოსწავლეებისთვის პორტაბელური კომპიუტერების დარიგების პროცესი გურიის რეგიონში დასრულდა. ახალი 2017-2018 სასწავლოს წლისთვის ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სკოლების 1279 პირველკლასელი მოსწავლე მიიღებს პორტაბელურ კომპიუტერს.