სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო საქართველოს მასშტაბით აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. გურიის რეგიონში სამი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ზედამხედველობას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესზე.
240 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. შენობაში იქნება ცენტრალური გათბობის სისტემა, მოეწყობა პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.