გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის სრულად განახლებული საჯარო სკოლა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროექტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის  საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას, დამატებითი სასწავლო ფართის მშენებლობასა და საგანმანათლებლო რესურსებით აღჭურვას ითვალისწინებდა, დასასრულს უახლოვდება.

პროექტის დასრულების შემდეგ, 600 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში იფუნქციონირებს: თანამედროვე სასწავლო სივრცეები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები; ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი და სასადილო; ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი; სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები;

სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის; უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების სისტემებით; აღჭურვილი –  შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით.

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი სასაზღვრო ზოლის მიმდებარე, სოფელ მეჯვრისხევის სრულად განახლებული სკოლა სასწავლო პროცესს ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს.