გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის ბაზაზე ავტო სახელოსნო შენდება

გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი მომავალი სასწავლო წლიდან ავტო საქმის მოდულური პროგრამების პარალელურად ტექნიკურ სასწავლო კურსს შესთავაზებს ახალგაზრდებს

 სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს მიერ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის ბაზაზე ავტო სახელოსნო შენდება.

 პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება –   314 314 ლარია  და ითვალისწინებს მსუბუქი კონსტრუქციის ცალკე მდგომ  ერთსართულიან  შენობას, რომლის ძირითადი კონსტრუქცია აგებულია რკინაბეტონის სვეტების, ლითონის კოჭებისა და ფერმერების შეკრული კვანძებით. 

 სასწავლებელში კურსის სრულყოფილად გავლისა და პროფესიონალი კადრების აღზრდისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი: სახელოსნო აღიჭურვება 3 ავტომობილის მომსახურებისთვის საჭირო უახლესი ტექნიკით.

 სახელოსნოს მშენებლობა ქვეყანაში არსებული სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების სრული დაცვით, ასევე ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება.