თბილისში მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის – „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობა დასრულების ფაზაში გადავიდა. 14 ათას კვ.მ. სივრცის თანამედროვე სტანდარტების კომპლექსი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის 2 კორპუსთან ერთად ითვალისწინებს ბიბლიოთეკას, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებს, საკონფერენციო დარბაზებს, შიდა სარეკრეაციო სივრცეს, სასადილოებს და 3 სპორტულ დარბაზს. ამჟამად კომპლექსში შემავალი ყველა კორპუსი უკვე აშენებულია და მიმდინარეობს საინჟინრო შიდა და გარე ქსელების მოწყობის და შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები. მშენებლობა, რომელიც ევროსტანდარტების შესაბამისი ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური სამშენებლო მასალის გამოყენებით მიმდინარეობს სექტემბრის ბოლოს დასრულდება.