ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში  არსებულ ღია სადღესასწაულო სივრცეში გაიმართა ღონისძიება –  „ითამაშე კარფურთან ერთად“.  კომპანია კარფურისა და ესიდას ორგანიზებით ქალაქ მცხეთის N2 საჯარო სკოლის მეოთხე კლასელმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს  სხვადასხვა საბავშვო აქტივობებში. ღონისძიების მსვლელობისას მათ განწყობაზე ზრუნავდნენ ილუზიონისტები  და ჯამბაზები. ასევე, გაიმართა საბავშვო მუსიკალური პროგრამა.