თანამედროვე სტანდარტების, 60 მოსწავლეზე გათვლილი, ერთსართულიანი სკოლის შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ მოსწავლეთათვის. სასწავლო სივრცეებთან ერთად სკოლაში მოწყობილია კომპიუტერული კლასკაბინეტი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სასადილო და ხელოვნების სივრცე. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი კომპიუტერული ტექნიკით. ასევე განხორციელდა სკოლის ტერიტორიის გამწვანება და მოეწყო სარეკრეაციო სივრცე.
სამშენებლო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდება და მისი ღირებულება 1 353 863 ლარს შეადგენს.
მომავალი თაობისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობა განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.