ახალი სკოლა სოფელ წიფნარში

სსიპ „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარში“ ახალი, ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების  სკოლის მშენებლობა დასრულებულია. რომლის საერთო ფართი  1000 კვ.მ-ია და 60 მოსწავლეზეა  გათვლილი. მშენებლობა სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ 2013 წლის ბოლოს დაიწყო. სოფელ წიფნარის სკოლა ერთ-ერთია იმ ცხრა სკოლიდან, რომელთა მშენებლობასაც სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ საქართველოს მასშტაბით ახორციელებდა და ახორციელებს. ახალი სკოლა დააკმაყოფილებს შშმ პირთათვის საჭირო სტანდარტებს. ხვალ, 14 ნოემბერს წიფნარის ახალ სკოლას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სააგენტოს წარმომადგენლები ოფიციალურად გახსნიან.