სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეებმა გიორგი თინაძემ და მამია მორალიშვილმა, ადმინისტრაციის უფროსმა ირმა ხუფენიამ, კარფურ ისთ ფოინთის გენერალურ მენეჯერ ჯოზეფ კოჩანდრლესთნ ერთად, ქალაქ თბილისის №202 საჯარო სკოლის პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და სასწავლო პროცესისთვის საჭირო ნივთები გადასცეს. კარფურ ისთ ფოინთის გენერალურმა მენეჯერმა, ჯოზეფ კოჩანდრლემ ბავშვები ასევე სასკოლო ჩანთებითა და ტკბილეულით დაასაჩუქრა.
ქალაქ თბილისის №202 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სწავლა-აღზრდა, რომლებიც მხედველობის ორგანოების დაზიანების გამო მიეკუთვნებიან უსინათლოთა კონტინგენტს. მიმდინარე წელს სკოლას რვა პირველკლასელი მოსწავლე ყავს.