ახალი სასწავლო წელი მუხრანის საჯარო სკოლაში

 

 

 

 

 

 

ახალი სკოლის მშენებლობა უკვე დასრულებულია,  240 მოსწავლეზე გათვლილი შენობა არის თანამედროვე სტანდარტების, კომფორტული ეზოთი და აღჭურვილია ახალი ინვენტარით. მშენებლობა დაიწყო 2013 წლის დეკემბერში, სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ მეთვალყურეობით. სამუშაოებს ახორციელ ებდ ა შპს „საბა კონსტრაქშენი“  2013 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით.

სკოლის არსებული შენობა ამორტიზირებული იყო,  გასული საუკუნის დასაწყისში აშენებული,  რის გამოც სწავლა აღარ მიმდინარეობდა, 2014-2015 სასწავლო წელს მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის მოსწავლეები ახალ შენობაში შეხვდებიან.