ახალი სასწავლო წელი აბანოს საჯარო სკოლაში

 

 

 

 

 

 

 

ახალი სკოლის მშენებლობა უკვე დასრულებულია, 90 მოსწავლეზე გათვლილი შენობა არის თანამედროვე სტანდარტების, კომფორტული ეზოთი და აღჭურვილია ახალიინვენტარით. მშენებლობა დაიწყო 2013 წლის დეკემბერში, სსიპ „საგანმანათლებლო დასამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ მეთვალყურეობით. სამუშაოებს ახორციელ ებდ ა შპს „საბა კონსტრაქშენი“ 2013 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით.

უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ აბანოს სკოლის 50 მოსწავლე მაღაროთა სამმართველოსშენობაში იყო განთავსებული ბოლო 13 წლის მანძილზე. 2013-2014 სასწავლო წლისდასაწყისში მათ ამ შენობის დატოვება მოუხდათ და რამდენიმე თვეა აბანოს მოსწავლეები 16პედაგოგთან ერთად სოფელ საციხურის საჯარო სკოლაში აგრძელებდნენ სწავლას. მათიგადაადგილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნულისატრანსპორტო საშუალებით ხორციელდებოდა, 2014-2015 სასწავლო წელს ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსწავლეები ახალ შენობაში შეხვდებიან.