მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ჯვარში სასწავლო სახელოსნო იფუნქციონირებს

ქალაქ  ჯვარში  პროფესიული  კოლეჯი „ ლაკადა“-ს  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სახელოსნოს მშენელობა დასრულდა.

ჯვარში სახელოსნოს ფუნქციონირება დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას დაეუფლონ სადურგლო საქმეს და მიიღონ  პრაქტიკული პროფესიული განათლება, რაც შემდგომ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დაეხმარებათ.

სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა  ითვალისწინებს მსუბუქი კონსტრუქციის ცალკე მდგომ  ერთსართულიან  ბლოკებს, რომლებიც  ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება ვიტრაჟული დერეფნებით.

მშენებლობა ქვეყანაში არსებული სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების სრული დაცვით, ასევე ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება.