მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევში ახლადაშენებული საჯარო სკოლა გაიხსნა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევში ახლადაშენებული საჯარო სკოლა გაიხსნა. სოფელ ფლევის საჯარო სკოლის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად როსტომაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი და დეპუტატი სიმონ ნოზაძე. მიწვეულმა სტუმრებმა მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალ სკოლაში სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
თანამედროვე ტიპის ორსართულიანი შენობა, რომლის მშენებლობაზე სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯა 120 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლაში ფუნქციონირებს ცალკე მდგომი სპორტული დარბაზი და გარე სპორტული მოედანი.
მშენებლობის პროცესში გამოყენებულ იქნა ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა, გააჩნია ხარისხის და ეკოლოგიურობის დამადასტურებელი მარკირება და სერთიფიკაცია და მისი გამოყენება დასაშვებია სკოლებში და საბავშვო დაწესებულებებში.