მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

წყალტუბოში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს

პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯი ამოქმედდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა სრულად გაითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს; დაწესებულება აღიჭურვება უახლესი ტექნოლოგიებით, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით; სასწავლო სივრცეებთან ერთად მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი. ასევე დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა.

 მშენებლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. კოლეჯი ფუნქციონირებას 2021 წლიდან დაიწყებს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საჭიროებებიდან გამომდინარე, მსურველებს ძირითადად ტურიზმის, საინჟინრო-ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროგრამებს შესთავაზებს.

 პროფესიულ განათლებაში მიმდინარე პროცესებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ამ სფეროთი საზოგადოების დაინტერესება, ამას მოწმობს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა და მათი დასაქმების მაჩვენებელი.