მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

წინასააღდგომო ღონისძიება ქალაქ თბილისის №200 საჯარო სკოლაში

სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა და მოადგილემ მამია მორალიშვილმა   კარფურ თბილისი მოლის  გენერალურ  მენეჯერ ზიად ხამრასთნ ერთად   ქალაქ თბილისის №200 საჯარო სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.  სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები და ენახათ მათ მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრები.

ქ. თბილისის  N200 საჯარო სკოლა-პანსიონში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 88 მოსწავლე სწავლობს. აღსაზრდელები უზრუნევლყოფილნი არიან მათ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო, სააღმზრდელო,  სამედიცინო და თერაპიული მომსახურებით.