მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება დასრულდა

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება დასრულდა. სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერებით დაჯილოდვა აჭარის რეგიონის 341 წარჩინებული მოსწავლე. კომპიუტერები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გადასცეს.

პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.აღსანიშნავია, რომ წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 3032 წარჩინებული მოსწავლე იყო, წელს კი 3860 მოსწავლეა. მოსწავლეთა წახალისების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.