მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება დაიწყო

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება დაიწყო . საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა  სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის  პერსონალური კომპიუტერებით  გლდანი-ნაძალადევის 201    მეათეკლასელი   მოსწავლე  დააჯილდოვა.

პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.

აღსანიშნავია, რომ წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 3032   წარჩინებული მოსწავლე იყო, წელს კი 3857 მოსწავლეა. მოსწავლეთა წახალისების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.