მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ღია კარის დღე

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს მიერ დაგეგმილია საჯარო სკოლებში ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მონტაჟი. დღეს, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სააგენტომ დაგეგმილი  პროექტის გაცნობის მიზნით შესაბამისი კომპანიებისთვის    განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართა ღია კარის დღე.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირინა აბულაძემ და  სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა    კომპანიებს გააცნეს განსახორციელებელი პროექტის  ძირითადი კონცეფცია და მოისმინეს მათი მოსაზრებები და ხედვები. 

ღია კარის დღის შესახებ ინფორმაცია განთავსდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://procurement.gov.ge/Market-research/kvleva-(1447).aspx?fbclid=IwAR0NFN6KJjMgBN28yyKM_13a1Q2Ux4ygJKbmjaHBHWceXJl2E94ZdeknsKo